მოსწავლეთა რეფლექსიები

ნანა ხაჩიძე

   ჩემ პრეზენტაციაში განსაკუთრებით მომეწონა შესავალი ,რადგან ჩემი აზრით საინტერესო ინფორმაციით დავიწყე თხრობა,თუმცა ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს საკუთარ თავთან მათ შორის ის ,რომ აუდიტორიასთან კონტაქტისას ვიყავი ძალიან შეზღუდული და თავს არ ვგრძნობდი თავისუფლად,შესაბამისად ვთვლი,რომ ასეთი დაბნეულობის გამო პრეზენტაცია ვერ წარვადგინე ,ისე როგორც ჩაფიქრებული მქონდა. მქონდა ინფორაცია არგუმენტებით დამოწმებული,თუმცა ვფიქრობ სრულყოფილი არც ეს იყო .თითოეული პრეზენტაციით ჩემი ცოდნა უფრო და უფრო ღრმავდება ,მაგრამ დასახვეწი ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს.

მარიამ ალადოშვილი
   ჩემი პრეზენტაცია  შეეხებოდა სიონის ტაძარს და კინოთეატრ „ აპოლოს“.  მომეწონა პრეზენტაციის მსვლელობისას აუდიტორიის ჩართულობა და დაინტერესება ,რომელიც მათ გამოიჩინეს ამ კონკრეტული თემის მიმართ. ასევე დადებითად შევაფასებდი შეჯამებას, საიდანაც მივედით დასკვნამდე ,რომ აუცილებელია რესტავრაციის ჩატარებისას პირვანდელი სახის შენარჩუნება და  მხოლოდ მცირედი ცვლილებების შეტანა.

მარიამ გაფრინდაშვილი
   ჩემი პროექტის თემა იყო მამადავითის მონასტერი და თბილისის ფუნიკულიორი. თემაში წარმოდგენილი იყო ისტორიული ცნობები,არქიტექტურული თავისებურებები,მისი,როგორც ისტორიული ძეგლის მნიშვნელობა და სხვა. ჩემს მომეწონა ინფორმაციის ფლობა. ხოლო შევცვლიდი და გავაუმჯობესებდი გადმოცემის ტექნიკას,აუდიტორიასთან მუშაობის წესს,რათა უკეთ მოხდეს მსმენლის დაინტერესება და პროექტი არ იყოს ტრაფარეტული. ასევე მოვაწესრიგებდი დროის ლიმიტსაც.

შალვა სესიტაშვილი
   ჩემი აზრით ნაყოფიერი პრეზენტაცია იყო, ბევრი რამ გავიგე თბილისის სხვადასხვა უბნის დაარსებისა და განვითარების შესახებ, როგორ შეინარჩუნა ძველი შეხედულება ან რა ცვლილებები განიცადა. ყოველი ასეთი ღონისძიებები გვეხმარება დავხვეწოთ და გავაუმჯებოსოთ მომავალში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობები.

No comments:

Post a Comment