პროექტგაკვეთილის გეგმა
საგნის მასწავლებელი
|
ნანა ზაზანაშვილი
|
რაიონი
|
ისანი-სამგორი
|
სკოლა
|
სსიპ 108 საჯარო
|
ქალაქი
|
თბილისი
|
საგანი
|
ისტორია
|
კლასი
|
X ბ
|
თემის დასახელება
|
„ფოტოზე გაცოცხლებული ისტორია
|
თემის შინაარსი
|
მოსწავლეები გაეცნობიან კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტალისტიკას, გაიგებენ თუ რა როლს ასრულებენ ისინი ისტორიის შესწავლისას და რა შეიცვალა მათი გამოგონებით ისტორიაში. სახელმძღვანელოში მოცემული დედაქალაქის ამსახველი ფოტოების მაგალითზე გაეცნობიან საუკუნეების განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებს,და გაერკვევიან ამ ცვლილებების გამომწვევ მიზეზებში.
|
განხორციელების დროის ჩარჩო
|
2 კვირა
|
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
ისტ.X. 2. მოსწავლეს შეუძლია ისტორიის ძირითად და დამხმარე დარგებზე მსჯელობა და მათი სპეციფიკის განსაზღრა.
ისტ.X.7. მოსწავლეს შეუძლია ისტორიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება.
განსავითარებელი უნარ-ჩვევები
● ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
● იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
● სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
● საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
● პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
● ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
|
პროექტის სასწავლო მიზნები,სწავლის შედეგები
|
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
|
შეფასების ფორმები
|
პრეზენტაციის რუბრიკა, რეფლექსიური ესე
|
საბაზისო უნარ-ჩვევები
|
ტექსტის ანალიზის უნარი.
ფოტოების დახარისხება, გაანალიზების და შეფასების უნარი.
საზოგადოებრივი გამოკითხვის ჩატარების უნარი.
ისტ ტექნოლიების ფლობა.
პრეზენტირების უნარი.
|
სასწავლო პროცედურები
|
I ეტაპი პროექტის გაცნობა
თავდაპირველად მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას,გონებრივი იერიშის საშუალებით ვარკვევ რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების შესახებ,მათ მოსაზრებებს ვაფიქსირებ დაფაზე,შემდეგ განვიხილავთ სახელმძღვანელოში მოცემულ ფოტო დოკუმენტებს და მათი მეშვეობით აღვადგენთ ძველი თბილისის ისტორიას.შემდეგ ვაცნობ მოსწავლეებს პროექტის შინაარს და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმას. დეტალურად ვუხსნი თუ როგორ უნდა მოამზადონ და განახორცელონ საკუთარი პროექტი:1. უნდა მოიძიონ ინფორმაცია და ძველი სურათები მათ მიერ არჩეულ თემაზე, ამ შემთხვევაში თბილისის ნებისმიერ არქტიტექტურულ ნაგებობაზე,2. შემდეგ თავად გადაიღონ უკვე განახლებული ნაგეობების სურათები.3 ჩაატარონ გამოკითხვა საზოგადოებაში. 4 მოამზადონ პრეზენტაცია . უკვე ბოლოს უკვე გამოთქმული იდეების საფუძველზე შევადგნეთ პროექტთან დაკავშირებული კითხვარს,რომლებსაც მოსწავლეები ჩაატარებენ საზოგადოებაში.
II ეტაპი კვლევის დაწყება
უპირველეს ყოვლისა ვუხსნი მოსწავლეებს რომ ჯგუფური მუშაობისას ყველამ თანაბრად უნდა გამოიჩინოს თავი და ამავდროულად ვურიგებ მათ ჯგუფურის შეფასების რუბრიკას , რომელსაც კვლევის მსვლელობისას შეავსებენ, შემდეგ ვთხოვ მათ რომ გაინაწილონ დავალებები მათი შესაძლებლობების მიხედვით.ერთი წევრი გამოკითხვას ჩაატარებს, მეორე ფოტოებს გადაიღებს, მესამე ააწყობს პრეზენტაციას, მეოთხე წარმოადგენს უკვე დასრულებულ სამუშაოს, კვლევის პროცესში ვაკვირდები მოსწავლეებს და ვაძლევ შესაბამის მითითებს რათა არ გაცდნენ პროექტის ჩარჩოებს,
III ეტაპი დასკვნითი ნაწილი
პროექტის დასასრულს ჯგუფები წარმოადგენენ მათ მიერ შესრულებულ დავალებას პრეზენტაციის საშუალებთ, შემდეგ გავმართავთ დისკუსიას,შემდეგ ვსთხოვ მოსწავლეებს დაწერონ ინდივიდუალურად რეფლექსიური ესე და შეავსონ პრეზენტაციის რუბრიკა.
|
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე
|
არ მყავს
|
არაქართულენოვანი მოსწავლეები
|
არ მყავს
|
დამხმარე რესურსები
|
ფოტოკამერა, პროექტორი,კომპიუტერი,ინტერნეტკავშირი,
|
No comments:
Post a Comment