პროექტგაკვეთილი როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალ ამოცანებს აყენებს, რომლებიც მას არსებითად განასხვავებს ტრადიციული გაკვეთილისგან. პროექტით სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესში სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვასს.პროექტები საშუალებას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევები, ასევე გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა
ვფიქრობ,
განხორციელებული პროექტი მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მრავალფეროვნებას,იძლევა
ეფექტურ შედეგს მოსწავლეთა ჩართულობის კუთხით და ეხმარება მათ არა მარტო სააზროვნო,
არამედ ისეთი სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, როგორებიცაა გუნდურობა, პასუხისმგებლობის
გრძნობა და საკუთარ ცოდნაზე დაკვირვების ანალიზი.